"კურიერის" კამერამ დღეს კიდევ ერთხელ სცადა ნინოწმინდის პანსიონატში არსებული მდგომარეობის დაფიქსირება, თუმცა პანსიონატის ტერიტორიაზე შესვლა კვლავ ვერ მოხერხდა.
"კურიერის" კორესპონდენტმა მცირე ხნით გასაუბრება შეძლო პანსიონატის ბენეფიციარებთან, ბავშვები ძალადობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კამერებთან კვლავ უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი პანსიონატში თავს კარგად გრძნობენ.
"აქ არაფერი არ ხდება... კარგად ვიზრდებით, კარგადაც ვსწავლობთ..." - აცხადებენ ბავშვები.
ნინოწმინდის პანსიონატში შესაბამისი სამსახურების დაშვებასა და მდგომარეობის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნინოწმინდაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუმცა ინფორმაცია შესაბამისი უწყების მხრიდან არ დასტურდება. რაიმე სახის გამოძიების დაწყებას არ ადასტურებს არც სინოდის წევრი მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.