19 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
სასამართლომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე 7 დაკავებული პირი პატიმრობაში დატოვა - გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. ადვოკატები დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

გადაწყვეტილებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან პროტესტი მოჰყვა.

დაკავებულების ახლობლებმა პენიტენციური სამსახურის ავტომობილებს, რომლებშიც პატიმრები ისხდნენ, გზა გადაუკეტეს. ისინი სპორტსმენებს ავტომობილებზე ბრახუნით ამხნევებდნენ და  მათ უკანონო პატიმრობას აპროტესტებდნენ.  სამართალდცველებმა გზის გათავისუფლება სცადეს, რასაც შეკრებილების უკმაყოფილება მოჰყვა.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები