"თბილისს ვტოვებ ალიონზე" და " ყოფნა არ ყოფნის" - კახა სულუაშვილმა მკითხველს ახლადგამოცემული წიგნები წარუდგინა. პრეზენტაცია მოზარდ-მაყურებელთა თეატრში შედგა.
პირველ წიგნში, რომელიც ორ რომანს აერთიანებს - ნაჩვენებია თბილისი მეოცე საუკუნის ბოლოს თავისი პერსონაჟებითა და ასახულია მათი ცხოვრების დაახლოებით 20-წლიანი პერიოდი.
კახა სულუაშვილის რომანები 1992 წლიდან დღემდე 12-ჯერ გამოიცა.