28 აპრილი 2024,   00:08
ვრცლად
ნახშირით შენიღბული შავი კოკაინი - ევროპაში 862-კგ. ნარკოტიკი ამოიღეს

ევროპაში შავი კოკაინის დიდი პარტია ამოიღეს - ესპანელმა და პორტუგალიელმა სამართალდამცავებმა ნახშირში შენიღბული შავი კოკაინის დიდი პარტია ამოიღეს. ამის შესახებ ბრიტანული მედია - The Guardian წერს.

კანონდამრღვევები ნარკოტიკს ამუშავებდნენ, რათა მისთვის დამახასიათებელი სუნი გაექროთ და მაძებარ ძაღლებს ის ვერ აღმოეჩინათ.

სავარაუდოდ, კონტრაბანდისტებმა ევროპაში ასობით კილოგრამი კოკაინის შეტანა შეძლეს.

საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. სამართალდამცავ ორგანოებს ეჭვი მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ერთი სავაჭრო კომპანია ყალბ სახელწოდებებს იმპორტის განსახორციელებლად იყენებდა, რომელიც გაცხადებულ საქმიანობის ტიპს არ შეესაბამებოდა.

პოლიციამ მსხვილი ნარკორეალიზატორის კვალს მიაგნო და მისი მეშვეობით პორტუგალიის პორტამდეც მივიდა. ადგილზე უწყებამ ნახშირის ორი კონტეინერი აღმოაჩინა, თუმცა 1 400 ნახშირის ტომრიდან 30-ში შავი კოკაინი იყო. სამართალდამცავები კონტეინერების კვალს ესპანურ ქალაქამდე მედინა-დელ-კამპომდე გაყვნენ, სადაც კანონდამრღვევები ნარკოტიკის "გასუფთავებას" აპირებდნენ.

ტვირთის ჩამოსვლის შემდეგ პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 3 პირი დააკავა და 862 კილოგრამი კოკაინი ამოიღო.

დღის ამბები