27 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
34 ნაკერი ნადავლის ნაცვლად - ზვიგენების კბილიების შეგროვებისას ფლორიდაში მყვინთავი ალიგატორმა დაკბინა

მყვინთავი, რომელიც ზვიგენის კბილებს აგროვებდა, ალიგატორმა დაკბინა.

ABC Action News-ის ინფორმაციით, ფლორიდის შტატის მცხოვრებ, ჯეფრი ჰეიმსმა დინარე მიაკაში ზვიგენის კბილების საძებრად ჩაყვინთა, რა დროსაც მას ალიგატორი დაესხა თავს. შეტევა მამაკაცის წყალში ჩასვლიდან რამდენიმე წამში დაიწყო.

რეპტილიამ მამაკაცს თავსა და ხელზე უკბინა. ჯეფრი ჰეიმსმა თავის ქალის ტრავმა მიიღო.

"მეგონა ნავი დამეჯახა, რომელიც "მოფრინავდა" 80 კმ საათის სიჩქარით. კიდევ სადმე, რომ ეკბინა ჩემთვის, ამას სავალალო შედეგი ექნებოდა," - ამბობს ჯეფრი ჰეიმი.

მედიკოსებმა ზვიგენის კბილების შემგროვებელს 34 ნაკერი დაადეს. იარების მოსაშუშებლად კი მას ხანგრძლივი მკურნალობა მოუწევს.

შტატის ბუნებრივი რესურსებისა კომისიაში განაცხადეს, რომ მაისსა და ივნისში ალიგატორებს ქორწინების სეზონი აქვთ. ამ პერიოდში ისინი უფრო აქტიურდებიან და აგრესიულები ხდებიან.

 

დღის ამბები