აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
"ნაციონალური მოძრობა" აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს შევიდა - ოპოზიციის 6 დეპუტატი პირველად დაესწრო რიგგარეშე სხდომას. მათი განცხადებით, უმრავლესობას დისკომფორტს შეუქმნიან. ასევე მოემზადებიან რიგგარეშე არჩევნებისთვის.
უმრავლესობა ოპოზიციისგან დესტრუქციულ ქმედებებს ელოდება.