04 მაისი 2024,   19:35
ვრცლად
ბრიტანული კომპანია მომხმარებლებს გარუჯვა-დასვენებაში ფულს უხდის - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მსურველი 

ზაფხულის მოსვლასთან ერთად ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებს. დიდ ბრიტანეთში უკვე სტაბილურად 27 გრადუსია და მოსახლეობამ გასარუჯად სანაპიროებსა და აუზებს მიაშურა. 

ონლაინმარკეტი Whatshed, რომელიც საზაფხულო აქსესუარებს ყიდის, მზად არის, მათი პროდუქციის გამოცდაში, გარუჯვასა და დასვენებაში თანხა გადაიხადოს - კერძოდ, 40 ფუნტი სტერლინგი საათში, რაც, დაახლოებით, 180 ლარია. 

შეთანხმების თანახმად, მონაწილეები კვირაში სამი საათი ირუჯებიან და იყენებენ ვებსაიტზე განთავსებულ პროდუქტებს, ისინი უზრუნველყოფილი არიან საკვებით და ნებისმიერი სასმელით. 

პროექტში მხოლოდ სრულწლოვან მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები