გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა ფანიაშვილმა ფრაქცია დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.
მისი განცხადებით, გორის საკრებულოში კიდევ არიან გახარიას მომხრეები, ამ ეტაპზე მათთან კონსულტაცია მიმდინარეობს და ახლო მომავალში მოსალოდნელია საკრებულოში ახალი ფრაქცია - "საქართველოსთვის" ვიხილოთ.