28 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი მატულობს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი მატულობს, რის გამოც შესაძლოა ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი შენარჩუნდეს. პორტუგალია კი საზღვრებს უხსნის ამერიკის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებლებს მოუწოდებს, დოზები კოვაქს პლატფორმას გაუნაწილონ.

12 წლამდე ბავშვებში კი, ვაქცინის გამოსაყენებლად კვლევას იწყებს კომპანია Pfizer. ცდები შეერთებულ შტატებში, ფინეთში, პოლონეთსა და ესპანეთში ჩატარდება. კომპანია Sinovac​ კი აცხადებს, რომ ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება 3 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში დაუშვა, რითაც ჩინეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 წლის ბავშვებს აცრიან.  

დღის ამბები