28 აპრილი 2024,   12:04
ვრცლად
7 მშიერი და გაშიშვლებული ბავშვი ბინძურ და გისოსებიან ოთახში იყო გამოკეტილი - შემთხვევა ბრაზილიაში დაფიქსირდა

შვიდი მშიერი და გაშიშვლებული ბავშვი ბინძურ გისოსებიან ოთახში იყო გამოკეტილი.
ბავშვთა ასაკი 3-7 წლამდე მერყეობდა, მათ კი 13 წლის გოგონა უვლიდა, რომელიც ჩაკეტილი ბავშვების მშობლების და იყო.

პოლიციის განცხადებით, ბავშვები ბრაზილიაში, მაკაპაში იპოვეს. ისინი ამ საშინელ და ბინძურ ოთახში 4 ივნისიდან ცხოვრობდნენ.

ბავშვთა დაცვის ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ისიც განაცხადა, რომ ბავშვებიდან ერთ-ერთი აუტიზმის სპექტრის მატარებელია და ახლა სამედიცინო დახმარებას უწევენ.

თინეიჯერი გოგონა, რომელიც ამ ბავშვებს უვლიდა, გაფრთხილებული იყო, რომ თუ პოლიცია მივიდოდა, ასაკი მოეტყუებინა და თავი 17 წლის მოზარდად გაესაღებინა.

პოლიცია იმ სახლზე და შენობაზე, სადაც მცირეწლოვნები იყვნენ გამოკეტილებივრცლად საუბრობს. მათი თქმით, იქაურობა საოცრად ბინძური იყო, ადგილზე არ დახვდათ წყალი, საჭმელი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

აღნიშნულ თემაზე პოლიციამ ანონიმური წყაროს მეშვეობით გაიგო. 13 წლის გოგონას ორი და ამ ბავშვების მშობლები არიან. სწორედ მათ გამოკეტეს თავიანთი შვილები ამ საშინელ ადგილას.

ბავშვები უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს, სადაც მათზე ზრუნავენ. ბავშვთა დაცვის ორგანოებს მალევე მცირეწლოვნების მშობლები გამოეხმაურნენ და ბავშვების უკან დაბრუნება ითხოვეს, მაგრამ, იქედან გამომდინარე, რომ დედებს არ აქვთ ბავშვთა აღზრდის რესურსი, პოლიციამ გადაწყვიტა უფრო სანდო ადამიანები მოეძებნა. სამწუხაროდ ბავშვების მამებსაც არ აქვთ საკმარისი რესურსი გაჭირვების გამო.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები