18 აპრილი 2024,   20:14
ვრცლად
ნინოწმინდის პანსიონში ეპისკოპოს სპირიდონის მხარდასაჭერად 50-მდე არასრულწლოვანი ჩაიყვანეს

ნინოწმინდის პანსიონში სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის მხარდასაჭერად 50-მდე არასრულწლოვანი მიიყვანეს. ბავშვები დაწესებულებაში "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გიორგი ლომიმ  ჩიყვანა.

როგორც "რუსთავი 2-ს" "პატრიოტთა ალიანსში" განუცხადეს, არასრულწლოვნები წმ.გიორგის სახელობის კარატისტთა ჯგუფის წევრები არიან და ისინი სააღმზრდელო დაწესებულებაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან.

მათივე ცნობით, ბავშვების ვიზიტი პანსიონში მშობლების თანხმობით განხორციელდა.

 

ავტორი: მაიკო იველაშვილი

დღის ამბები