19 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
თუ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას და ავიცრებით, ივლისი-აგვისტო-სექტემბერი ქვეყანაში ძალიან მსუბუქი იქნება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეორე ტალღასთან შედარებით მესამე ტალღა ქვეყანამ უფრო იოლად გადაიტანა.

მისი თქმით, თუ მოქალაქეები ყველა წესსა და რეკომენდაციას დაიცავენ და აიცრებიან, ივლისი-აგვისტო-სექტემბრის თვეებში ეპიდვითარება ქვეყანაში ძალიან მსუბუქი იქნება.

"ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ჩვენ მესამე ტალღა მეორე ტალღასთან შედარებით უფრო იოლად გადავიტანეთ. ეს იოლად, ვერაფრით დაამშვიდებს იმ ოჯახებს, ვინც ამ დროს დაკარგა ოჯახის წევრები.

მაგრამ, თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს, ყველა რეკომენდაციას და ავიცრებით, ეს ივლისი-აგვისტო-სექტემბერი მაქსიმალურად, ქვეყანაში დარწმუნებული იყავით, რომ თუ იქნა ეს, იქნება ძალიან მსუბუქი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები