05 სექტემბერი 2026,   19:19
ვრცლად
ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 -მა საშუალო და მსხვილმა კომპანიამ 100-ზე მეტი აქტიური ვაკანსია შესთავაზა. ვაკანსიები სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროებს შეეხება.

ფორუმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ფორუმს ასევე მხარს უჭერენ ქუთაისის მერია, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და წერეთლის უნივერსიტეტი.

დღის ამბები