02 სექტემბერი 2026,   22:22
ვრცლად
დაირღვა, თუ არა დეკანოზის უფლებები ქართულ სასამართლოში - რაც წერია გიორგი მამალაძის სარჩელში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავს 

სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო. გახმაურებულ საქმეზე უკვე დაწყებულია კომუნიკაცია, რაც პირველ რიგში დამატებით კითხვებზე პასუხს გულისხმობს.

მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 და მე-3 მუხლებს, რაც საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასა და წამების აკრძალვას ეხება.

ამ წუთებში, კი გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება სასულიერო პირის ადვოკატი დავით ჯანდიერი, რომელიც დეკანოზს პროცედურებს აცნობს. 

"საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამი ძირითადი შეკითხვა დასმული, რამდენად სწორად იყო მტკიცებულებები მოპოვებული და რამდენად ჰქონდა დაცვის მხარეს შესაძლებლობა გაეპროტესტებინა მათი ნამდვილობა და ავთენტურობა. მეორეა რამდენად მიზანშეწონილი იყო სხდომების დახურვა და რატომ არ ჰქონდა საზოგადოებას სხდომებზე დასწრების უფლება და ხომ არ იყო ეს ნიშანი ფარული მართლმსაჯულების, ხოლო მესამე საკითხი უკავშირდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომელიც უქმნიდა საზოგადოებას წარმოდგენას, მომჩივნის (დეკანოზის) დამნაშავეობის შესახებ,"- განმარტავს გიორგი მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერი.

შეგახსენებთ, პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე წელია იხდის სასჯელს. მას 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. საქმემ საქართველოში სასამართლოს ყველა ინსტანცია გაიარა და ახლა უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წარმოებაშია.

დღის ამბები