გუმათში რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული სამი მოთხოვნიდან ორი უკვე შესრულდა.
ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები და აქტივისტებს ნამოხვანში გადაადგილება თავისუფლად შეეძლებათ. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ.
რაც შეეხეება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ.