NATO-ს სახმელეთო სარდლობის ვიზიტი თავდაცვის სამინისტროში - საქართველოში ორდღიანი ვიზიტით სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილე იმყოფება.
გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ კრიპველს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები მასპინძლობენ. თვდაცვის მინისტრის მოადგილემ გენერალ-ლეიტენანტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ნატო-საქართველოს სწავლების NATO-GEO 2022 საქართველოში ჩატარებაზე ისაუბრეს.