აქცია იყო აჭარაში, სოფელ სალიბაურში ადგილობრივები რამდენიმე თვეა ავტობანის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა.
ისინი ხელისუფლებისგან გასახლებას და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, დღეს დილით პროტესტის ნიშნად მძიმე ტექნიკას სამშენებლო მოედანზე შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
აქციაზე შეკრებილების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარების თაობაზე არაერთი დაპირება მიიღეს, თუმცა მათი მოთხოვნები ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა. ისინი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.