05 მაისი 2024,   07:29
ვრცლად
რუსი მომღერალი კორონავირუსის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა - მაქსიმი კომაშია და აპარატზეა შეერთებული

რუსი მომღერალი მარინა აბროსიმოვა, იგივე მაქსიმი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს და ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.  ამის შესახებ რუსული მედია წერს.

როგორც ცნობილია, მომღერალს კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, თუმცა ტესტით ჯერჯერობით არ დაუდასტურდა. როგორც მაქსიმი 15 ივნისს სოციალურ ქსელში წერდა, მას გაციების ნიშნები და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. საავადმყოფოში გასინჯვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი ფილტვები 40%-ით იყო დაზიანებული. ექიმები პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ აპარატზე შეერთების მიზანი არის, რომ ორგანიზმს საშუალება მისცენ მეტი ძალა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში და აღდგენაში დახარჯოს.

მომღერალი მარინა აბროსიმოვა 38 წლისაა. ის შოუ-ბიზნესში 2000-იანების დასაწყისიდანაა, პირველი ალბომი კი 2006 წელს გამოუშვა.

დღის ამბები