22 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
"უცხო ქვეყნების ასეთი ჩარევა აბსოლუტურად მიუღებელია, მე ამას არ მივიღებდი ჩემს ქვეყანასთან დაკავშირებით და არ უნდა გავაკეთოთ იგივე სხვა ქვეყანასთან მიმატებით" - ტიერი მარიანი

ევროპარლამენტარის ტიერი მარიანის განცხადებით, დიპლომატის საქმე ჭკუის სწავლება არ არის და უცხო ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს საქმეებში ასეთი ჩარევა აბსოლუტურად მიუღებელია. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ევროკავშირი არავის აძლევს უფლებას მის საქმეებში ჩაერიოს და არც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნდა ერეოდნენ სხვა ქვეყნის საქმეებში, არ უნდა გვაკადრონ მითითება, ვის უნდა მისცეს ხმა მოსახლეობამ.

"მე ვიხილე გერმანიის ელჩის განცხადება 9 ნოემბერზე. ნათქვამი იყო, რომ ეს იყო დღე, როდესაც ჩამოიშალა ბერლინის კედელი და დროა დაიწყოს მშვიდობიანი რევოლუცია. ყველამ ხომ გაიგო ამის არსი. შვედეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა - გამოდით ქუჩებში, მოაწყვეთ დემონსტრაციები, ახალი მაიდანიზაციაის დრო დადგა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ არავის არ მივცემთ უფლებას ჩაერიოს ჩვენს საქმეში და ჩვენ იმავეს ვაკეთებთ. დიპლომატი რისთვის იმყოფება ქვეყანაში? იმისთვის კი არა, რომ გაკვეთილები ჩაუტაროს ხალხს. მე შოკირებული ვიყავი, როდესაც მოვისმინე ევროკავშირის დიპლომატების განცხადებები. დიპლომატის როლი არ არის ჭკუა ასწავლოს ვინმეს. ეს კომუნიზმის პერიოდი ხომ არ არის, გითხრას ვის უნდა მისცე ხმა. უცხო ქვეყნების ასეთი ჩარევა აბსოლუტურად მიუღებელია. მე ამას არ მივიღებდი ჩემს ქვეყანასთან დაკავშირებით და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ იგივე სხვა ქვეყანასთან მიმატებით", - განაცხადა ტიერი მარიანიმ.

დღის ამბები