22 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
"ძალიან მარტივია რუსეთის სანქცირებაზე ლაპარაკი საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ჩვენ შორს ვიმყოფებით და შეგვიძლია ასეთი სანქციები შემოვიღოთ, მაგრამ თქვენ დაინახეთ საფრთხე" - ტიერი მარიანი

ევროპარლამენტარმა, "პატრიოტები ევროპისთვის" წევრმა ტიერი მარიანმა "დღის კურიერის" ეთერში სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის დასანქცირებზე საუბარი იმ ქვეყნებისთვისაა ადვილი, რომლებიც არ იმყოფებიან რუსეთის მახლობლად და მათი ნაწილი არ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.

"ნათელია, რომ საქართველოში უმრავლესობა აქვს "ქართული ოცნებას". წარსულშიც უმრავლესობა ჰქონდა და კვლავ უმრავლესობა აქვს. მე არ ვიცი, რა სანქციები და რისთვის უნდა დააკისრონ? მაგალითად იმისთვის, რომ თქვენმა მთავრობამ რუსეთის დასანქცირებაზე უარი თქვა? ძალიან მარტივია ამაზე ლაპარაკი, მაგალითად, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან - ჩვენ შორს ვიმყოფებით, ჩვენი მეზობელი არ არის რუსეთი, ჩვენი ქვეყნის 20% არ არის ოკუპირებული და შეგვიძლია ასეთი სანქციები შემოვიღოთ. მაგრამ თქვენ დაინახეთ საფრთხე, ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსეთი საზღვართან დგას, თქვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი რუსეთთანაა მიბმული. ასევე, თუ სწორად მახსოვს, 700 000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და სანქციები უნდა შემოეღოთ? 2008 წელი მახსენდება, ევროპის მხრიდან უბიძგებდნენ საქართველოს მთავრობას ქმედებებისკენ და ვინმე დაგეხმარათ? ევროპა დაგეხმარათ? მარტო დარჩით," - განაცხადა მარიანმა.

დღის ამბები