საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა საქალაქო სასამართლოში. ბრალდებული ექსპრეზიდენტი სხდომაზე "ვივა მედიდან" ონლაინ ჩაერთო და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, მან ოპოზიციას გააქტიურებისკენ მოუწოდა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია გაბანკროტებულია და არეულობის მოწყობა არ შეუძლია.
"სააკაშვილის არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი საქართველოს წინაშე.
თავის დროზე ის საზღვრის უკანონო კვეთით იმიტომ შემოვიდა, რომ აქ არეულობა და მაქსიმალური ესკალაცია მოეწყო, რა თქმა უნდა, ის ახლაც ძალადობისკენ გააკეთებს მოწოდებებს და ეს ბუნებრივიც არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია არის სრულიად გაბანკროტებული და მათ არეულობის მოწყობა არ შეუძლიათ," - აცხადებს იონათამიშვილი.