22 ნოემბერი 2024,   22:09
ვრცლად
"პატარა პრობლემები განსხვავებას პარტიებს შორის ხმების თვალსაზრისით ვერ შეცვლის, გადაჭარბებულად მესახება ზოგიერთი კოლეგის რეაქცია, რომ გვჭირდება ახალი არჩევნები" - ტიერი მარიანი საქართველოს არჩევნებზე

ევროპარლამენტარმა, "პატრიოტები ევროპისთვის" წევრმა ტიერი მარიანმა "დღის კურიერის" ეთერში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ გადაჭარბებულად ესახება იმ კოლეგების რეაქცია, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში ხელახალი არჩევნებია ჩასატარებელი.

"თქვენ მოისმინეთ ეუთო/ოდირის მისიის დასკვნა, თუმცა ჯერ საბოლოოდ არ არის გამოქვეყნებული. მათ განაცხადეს, რომ იყო მცირე პრობლემები, როგორც ყოველთვის, მაგრამ მე მესმის, რომ ეს პატარა პრობლემები, ამ განსხვავებას პარტიებს შორის, ხმების თვალსაზრისით, ვერ შეცვლის. მე ვნახე ოდირის წინა მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ ყველაფერი კარგად იყო მომზადებული. საბოლოო დასკვნასაც მოვისმენთ, რომელიც მალე იქნება. ცოტათი მაკვირვებს, როდესაც ვხედავ ზოგიერთი ჩვენი კოლეგის რეაქციებს, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერი ცუდად წარიმართა და გვჭირდება ახალი არჩევნებო - ეს ყველაფერი ძალიან გადაჭარბებულად მესახება," - აცხადებს მარიანი.

დღის ამბები