25 აპრილი 2024,   03:23
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ბოლნისში - მიტოვებულ სახლში 38 წლის კაცი მოკლეს

სისხლიანი გარჩევა ბოლნისში მსხვერპლით დასრულდა. სტეფანიას ქუჩაზე, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში 38 წლის მამაკაცი მოკლეს.

"კურიერის" ინფორმაციით, საქმის გარჩევაში 30-მდე პირი მონაწილეობდა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"ერთი გარდაიცვალა. მეზობლებმა გავუწიეთ დახმარება, შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ, საუბედუროდ, იქ დაღუპულა. ყველა იყო უცნობი, აბსოლუტურად არ ვიცი, ვინ არიან. მიტოვებულ სახლში მოხდა, პატრონი საბერძნეთშია, როგორ მოხვდნენ იქ და რა მოხდა... ჩხუბის ხმაზე გამოვედი და უკვე ასეთი არეულობა იყო,"- ჰყვება "კურიერთან" თვითმხილველი.

დღის ამბები