26 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
"ისინი არიან ბანდიტები, რომელთაც ძალაუფლება სურთ" - ვის ადანაშაულებს სომხეთის პრემიერობის კანდიდატი თავდასხმაში

სომხეთში პრემიერობის კანდიდატის ავტომობილი დაცხრილეს. უცნობმა პირმა არმან ბაბაჯანიანის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. თემას "კურიერის" გადამღები ჯგუფი აშუქებს, რომლებიც პრემიერობის კანდიდატის საგანგებო პრესკონფერენციას ესწრებოდნენ.

"კურიერთან" საუბრისას არმან ბაბაჯანიანმა თავდასხმაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად დაადანაშაულა. 

"დაახლოებით, 10 საათი იქნებოდა, როდესაც ჩემი მანქანის მიმართულებით ისროლეს. სახლში ვიყავი, ვერაფერი გავიგე, მეზობელმა შემატყობინა. როგორც ვიცი, ერთი პირი იყო. ეს რევანშისტური ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა, სხვა არაფერი. წინა მთავრობის ხელმძღვანელობა ცდილობს დაგვაშინოს, თუმცა ეს არ მოხდება, ისინი ჩემთვის ოპოზიციას არ წარმოადგენენ, ბანდიტები არიან, რომელთაც ძალაუფლების მოპოვება სურთ,"- აცხადებს არმან ბაბაჯანიანი

პარალელურად, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი არ გამორიცხავს, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად კოალიცია შეიქმნას. 

"დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა ერთიანობის არარსებობაა, ერთიანობის გარეშე არ შეგვიძლია შევქმნათ უსაფრთხოების განცდა, ვერ შევძლებთ ეკონომიკურ განვითარებას, უნდა დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. შედეგები გვაჩვენებს სომხეთის მომავალს. რაც შეეხება კოალიციას სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ეს შესაძლებელია, თუმცა, ჯერჯერობით, არჩევნების შედეგებს ველოდებით, მეტის თქმას მოგვიანებით შევძლებთ,"- აცხადებს სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი.

დღის ამბები