26 აპრილი 2024,   00:33
ვრცლად
რამდენმა ადამიანმა გადაიტანა COVID-19 ისე, რომ შესაძლოა ეს თავადაც არ იცოდა - NCDC ფართომასშტაბიან კვლევას იწყებს

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი (NCDC) "საქართველოში SARS-CoV-2-ისა და ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციურ კვლევას" იწყებს.

კვლევა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაიწყება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 16-20 ივნისს CDC-ისა და NCDC-ის თანამშრომლების მიერ საველე და ლაბორატორიული ჯგუფებისათვის კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის შესახებ ჩატარდა ხუთ-დღიანი პრაქტიკული ტრენინგი და, ასევე, საცდელი საველე სამუშაო.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში შემთხვევითობის მეთოდით შერჩეულ მისამართებზე მცხოვრები 5-17 წლის ბავშვები და 18 წლის ან მეტი ასაკის მოზრდილი მოსახლეობა. ეპიდემიოლოგები კვლევაში შერჩეულ პირებთან ჩაატარებენ ინტერვიუს კითხვარის მეშვეობით. იმავე პირებს ჩაუტარდებათ სისხლის ლაბორატორიული ტესტირება სამ ვირუსულ ინფექციაზე (SARS-CoV-2, ვირუსული B და C ჰეპატიტები). აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდება გადატანილი და/ან მიმდინარე ინფექციების არსებობა.

 

 

დღის ამბები