17 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
ქართული ბატალიონები ავღანეთს ტოვებენ - სამშობლოში მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის პირველი ნაწილი დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთს ტოვებენ. დღეს სამშობლოში მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის პირველი ნაწილი დაბრუნდა.

ქართველ ჯარისკაცებს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დახვდნენ.

ნატოს გადაწყვეტილებით, ჯარისკაცები სამშობლოში სექტემბრამდე ეტაპობრივად დაბრუნდებიან.

ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული. ნატოს ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე მისიაში ყველაზე მეტი სამხედრო სწორედ საქართველოდანაა.

დღის ამბები