შირაქის ველზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ბოლო რამდენიმე დღეა ქერის და ხორბლის აღებულ ტერიტორიაზე ცეცხლი პერიოდულად ჩნდება.
ამ დროისთვის, დამწვარია რამდენიმე ჰექტარი მოსავალიც. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე 8 ეკიპაჟი იყო მობილიზებული და ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
აღსანიშნავია, რომ ძლიერი სიცხის დროს შირაქის ველზე ხანძრები ყოველწლიურად ჩნდება.