19 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
რა გახდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის შეფერხების მიზეზი - ამირან გამყრელიძე განმარტებას აკეთებს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დილით ვაქცინაციაზე ჩაწერილ დაახლოებით 30-მდე ადამიანს სამედიცინო დაწესებულებაში პრეპარატი არ დახვდათ. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ამის მიზეზი ლოჯისტიკური პრობლემა გახდა, რეგიონებიდან პრეპარატის გადმოგზავნის შემდეგ კი შეფერხება აღმოიფხვრა:

"პასუხისმგებლობა ჩვენი, ყველასია. ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მოვახდინეთ მობილიზება ქუთაისიდან, გორიდან, მცხეთიდან გარკვეული ნამატი დოზების რაც იყო და ვინც რესპუბლიკურში დღეს იყო ჩაწერილი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიიღებს შესაბამის მეორე დოზას," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ, მისი თქმით არის აქტიური კომუნიკაცია მომწოდებელთან, რომ დაზუსტდეს თუ როდის იქნება მოწოდებული 49 ათასი დოზა "ასტრაზენეკა".

დღის ამბები