17 ნოემბერი 2024,   01:20
ვრცლად
"ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი", აღარ არის ახლა მოდაში" - ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს "დღის კურიერის" ეთერში მიმართავს. ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს და მის პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ექიმი ბრძანდებით და მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სხვა თქვენი განცხადებების შედეგები დაივიწყოთ და თქვათ, რომ მე ამაზე ფორმალური პასუხისმგებელი არ ვარ. როგორ არა ხართ? აბა ვინ არის? თქვენ 3 ადამიანი [თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე] იყავით, ვინც დაუკვეთეთ, საბოლოო ჯამში და მერე გააპრავეთ ეს ყველაფერი. გახარიას კიდევ დარტანიანს ეძახდით, საუკეთესო კრიზისმენეჯერიაო. ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი" და კრიზისმენეჯერი. აღარ არის ახლა მოდაში," - მიმართა "დღის კურიერის" ეთერში ზურა ჯაფარიძემ თენგიზ ცერცვაძეს.

დღის ამბები