პანდემიაზე რეაგირებისა და ვაქცინაციის პროცესის გაძლიერების საკითხები განიხილა ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრისას.
ჯანდაცვის უწყების პირველმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასა და პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხებზე.
"ერთ-ერთი საკითხი, რაც შეხვედრაზე განვიხილეთ, აშშ-ის მთავრობისგან ვაქცინაციის დონაციის პროცესია. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ვარიანტების გავრცელება, რასაც უკვე ვხედავთ სხვა ქვეყნების მაგალითზე," - განაცხადა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჩარლზ ვიტეკმა.