17 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
"მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებდა სამედიცინო დასაბუთებით და ნაკლებად ითვალისწინებდა უფლებრივ საკითხებს" - საიას ანგარიში პანდემიის პერიოდზე

საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის საქმიანობის შესახებ საიამ კვლევა გამოაქვეყნა.

საია დაინტერესდა, რამდენად იცავდა მინისტრთა კაბინეტი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებში ნაკლებად იყო გათვალისწინებული უფლებრივი საკითხები და მთავარი საფუძველი სამედიცინო მოსაზრებები იყო. 

"საგანგებო მდგომარეობის დროს ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტიურად ქვეყანა დახურულ კარს მიღმა იმართებოდა, შესაბამისად, ეს პროცესები იყო ძალიან გაუმჭვირვალე. ამ პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა იყო ნულამდე დაყვანილი. მთავრობა ძირითადად გადაწყვეტილებებს იღებდა სამედიცინო დასაფუთებით და ნაკლებად ითვალისწინებდა უფლებრივ საკითხებს," - განაცხადა  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა.

დღის ამბები