26 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრა ავტორებთან, მთარგმნელებთან და გამომცემლებთან - თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

დღეს თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო.

ახალი წიგნების პრეზენტაციები, მკითხველების შეხვედრა თანამედროვე ქართველ ავტორებთან, მთარგმნელებთან, გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან და პანელ-დისკუსიები - ყველა ეს ტრადიცია "ექსპო ჯორჯიას" პავილიონების ვიზიტორებს ერთ სივრცეში კვლავ ელის, თუმცა კოვიდრეგულაციების დაცვით.

პანდემიის გამო ფესტივალზე სტუმრობის მსურველთა ნაკადების გასაკონტროლებლად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ახალ ვებგვერდზე.

"ჩვენი ფესტივალის მეგობრებთან ერთად ჩვენ დღეს ვხსნით ფესტივალს. გარდა ამისა ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ნაწილი არ არის ისე სრულად წარმოდგენილი როგორც აქამდე, მაინც მცირე დელეგაცია ფესტივალის მომავალი ფოკუს ქვეყნიდან თურქეთიდან," - აცხადებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა.

ავტორი: ნინი კუპრაძე

დღის ამბები