19 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
განკვეთილი არქიმანდრიტის შურისძიება - საბერძნეთის საეკლესიო სასამართლოში ყოფილმა სასულიერო პირმა მღვდელმთავრებს ორი ბოთლი მჟავა შეასხა

საბერძნეთში, საეკლესიო სასამართლოს სხდომაზე ეკლესიის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა.

ნარკოტრეფიკში ბრალდებული არქიმანდრიტი, სინოდმა ეკლესიიდან განკვეთა, რის შემდეგაც ეპისკოპოსებს სასიკვდილოდ იმეტებდა. მათ გოგირდმჟავა შეასხა, შედეგად 7 ეპისკოპოსი და 2 მღვდელი მძიმე დამწვრობით, კლინიკებში გადაიყვანეს. მომხდარს მწვავე განცხადებით, ათენის მთავარეპისკოპოსი გამოეხმაურა.

განკვეთილი მღვდელი დანაშაულის ადგილზე დააკავეს. ბერძნულ მედიაში გავრცელდა შემთხვევის შემდეგ გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს სისხლიანი ტანსაცმელი და მჟავით დამწვარი ინვენტარი.

მომხდარ ფაქტს "კურიერთან" ქართველი მღვდელმონაზვნები გამოეხმაურნენ. ორივე მათგანი სალონიკში საეკლესიო განათლებას იღებს, ბერძნულ სასულიერო წრეებთან კი ნაცნობობა აკავშირებთ და წლებია, იციან განკვეთილი არქიმანდრიტის, თეოფილაქტეს კრიმინალური ისტორია.

ბერძნულ მედიაში ვრცელდება დაშავებული მღვდელმთავრების სატელეფონო ინტერვიუები. იხსენებენ, რომ სასამართლოში პანდემიის გამო დისტანციით ისხდნენ, ასე რომ არ ყოფილიყო, შემთხვევა ფატალურად დასრულდებოდა. ამ დროისათვის მჟავით დამწვარი სასულიერო პირებიდან ორის მდგომარეობა მძიმე რჩება.

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები