19 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
შურისძიება სამეგრელოში - 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სახლი დაუწვეს

სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა. 

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან.  "კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.

საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. 

დღის ამბები