06 მაისი 2024,   11:30
ვრცლად
ბაქო, ერევანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს - განცხადება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა

ოფიციალური ბაქო ერევანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

სამინისტროს ინფორმაციით, შორჯა ვარდენის რაიონში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, გამთენიისას რამდენიმეჯერ ისროლეს ქელბაჯირის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით.

სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტთან დაკავშირებით სომხურ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები