04 სექტემბერი 2026,   01:07
ვრცლად
აქცია დიდ დიღომში - მოსახლეობა სარეკრეაციო სივრცის შენარჩუნების მოითხოვს

დიდ დიღომში კორპუსებს შორის არსებული სარეკრეაციო სივრცის შენარჩუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე დახურული სტადიონის აშენებას აპროტესტებენ, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს. ადგილი უკვე შემოღობილია.

მოსახლეობა ამბობს, რომ გაჩეხილია 40-ზე მეტი ხე. შეკრებილების თქმით, სტადიონის აშენების შემთხვევაში ადგილზე არსებული უკანასკნელი გამწვანებული ზონაც დაიკარგება და მერიას სტადიონის გადატანასთან დაკავშირებით დახმარებას თხოვენ.

დიდი დიღმის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ იქ სტადიონი აშენდება, 10 000 მოსახლე უკანასკნელ გამწვანებულ ზონას დაკარგავს. მერია კი ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის და იგეგმება სპორტული კომპლექსის აშენება.

დღის ამბები