საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიაში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სხდომაზე ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით სურდათ საკითხის დაყენება, ოფიციალური დღის წესრიგის მიხედვით კი დღევანდელ სხდომაზე არა დენის, არამედ ბუნებრივი აირის ტარიფის ცვლილების საკითხი განიხილება.
"ლეიბორისტული პარტიის" წევრებს სურდათ სიტყვით გამოსულიყვნენ, რისი საშუალებაც არ მიეცათ, რის შემდეგაც მათსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის სემეკის შენობაში სიმშვიდეა და მიმდინარეობს სხდომა.
"ლეიბორისტული პარტიის" წევრის, მიხეილ ქუმსიაშვილის აზრით, ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის ფონზე, შეუძლებელია მოსახლეობისთვის 15-20 პროცენტით მეტი გადასახადების გადახდა, ხოლო სხდომაზე, სადაც შესვლის უფლებაც ჰქონდათ, არ შეუშვეს.
"მათ არ მივცემ არასდროს ამ კომისიის სხდომაზე სიტყვის თქმის საშუალებას, სანამ არიან დესტრუქციულები. თელასის და ენერგოპროს გაყოფის შედეგად, პროცედურული საკითხები იყოფა, მათი ფუნქცია მოვალეობები იყოფა, რაც ტარიფის ზრდასთან კავშირში არ არის" - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.