04 სექტემბერი 2026,   01:07
ვრცლად
გორში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ "სემსოტას" აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ სავარაუდოდ დღეს უნდა იმსჯელოს

გორში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ შალვა გულიაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ სავარაუდოდ დღეს უნდა იმსჯელოს. კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად "სემსოტა" სამართალდამცველებმა 2 დღის აიყვანეს.

ბრალი მას ოფიციალურად გვიან ღამით წარედგინა. გამოძიება მას სისხლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევას - განზრახ მკვლელობასა და ნარკოტიკებთან კავშირს ედავებოდა. ამ ეტაპზე ბრალი კიდევ დამძიმდა და ჩამოთვლილ მუხლებს იარაღის უკანონო ტარებაც დაემატა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

"წარედგინა ბრალი: 117-ე მუხლით, 260-ე და დაემატა 236-ე მუხლი - იარაღის ტარება. გაეცნო ბრალს და არ აღიარებს და არ ეთანხმება. შემდგომში არის რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაამტკიცებს მის უდანაშაულობას. ჩემი აზრით, არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები," - განაცხადა ადვოკატმა ანა ჟღენტმა.

დღის ამბები