05 სექტემბერი 2026,   15:17
ვრცლად
სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული გიორგი მენაბდის საქმის არსებითი განხილვა იწყება

გიორგი მენაბდის საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგებიან.

საუბარია ახალგაზრდაზე, რომელიც პოლიციამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, 3 წლის შემდეგ - საქმეში არსებული ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, დააკავა. დეკანოზ შიო მენაბდის შვილს გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

მენაბდის ადვოკატი დავით დადიანი მიიჩნევს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და მისი პასუხისგებაში მიცემა არის უკანონო.

დღის ამბები