03 მაისი 2024,   04:31
ვრცლად
11 გარდაცვლილი, 980 ინფიცირებული და 877 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 980 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 367 058-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 327 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 352 624-მდე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 579 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 598 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 981 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,2%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2,66%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2,86%.

დღის ამბები