კლუბის კარის გაღებამ "ხიდთან" ხმაური გამოიწვია- რადიკალური დაჯგუფების წევრებმა, რომლებიც "თბილისი პრაიდის" ფარგლებში ფილმის დახურულ ჩვენებას აპროტესტებენ, კლუბიდან გამოსულთა მისამართით ბოთლები და სხვა მყარი საგნები ისროლეს.
მათი ნაწილი გზის სავალ მონაკვეთზე გადავიდა, პოლიციამ ისინი ჯებირებს მიღმა ფიზიკური ძალის გამოყენებით დააბრუნა. დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.
ადგილზე იმყოფება საპატრული პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც.