20 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
კორონავირუსის გამო ქართული ენის გამოცდაზე გამოცხადება 30-მდე აბიტურიენტმა ვერ შეძლო

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება - საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრში აპლიკანტები დილის 8 საათიდან გამოცხადდნენ.

აბიტურიენტები დღესაც ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. პანდემიის გამო ცენტრებში უსაფრთხოების საგანგებო ზომებია დაცული.

კორონავირუსის გამო დღევანდელ გამოცდაზე გამოცხადება 30-მდე აბიტურიენტმა ვერ შეძლო, თუმცა ისინი დამატებითი საგამოცდო სესიით ისარგებლებენ.

გამოცდების მიმდინარეობის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ გუშინდელ გამოცდაზე 6-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა, რამდენიმეს კი ტემპერატურა დაუდგინდა და სიმპტომები გამოუვლინდა, რის გამოც მათ გამოცდა სპეციალურ სივრცეში ჩააბარეს.

დღის ამბები