ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. სამართალდამცავებმა 37 წლის მამაკაცი თბილისში აიყვანეს. ის მოქალაქეს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, დამცირებითა და ფიზიკური ძალადობის მუქარით აიძულებდა, თბილისის სხვადასხვა ქუჩაში მოწყალება ყოველდღიურად ეთხოვა, შეგროვებულ თანხას კი სძალავდა.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო ავრცელებს ბრალდებულის სატალეფონო საუბრების ამსახველ საკმაოდ მძიმე შინაარსის ჩანაწერებს.
როგორც ჩანაწერიდან ჩანს, მამაკაცი ტრეფიკინგით მიღებული ფულით ფსიქოტროპული წამლების შეძენას გეგმავს.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე