29 აგვისტო 2026,   15:43
ვრცლად
ქუთაისში მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური ცენტრი ჩაერთვება

ქუთაისში მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური ცენტრი ჩაერთვება.

სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის მსურველ მოსახლეობას 20 კაბინეტი მოემსახურება.

ჩხობაძის ცენტრში ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან მიმდინარეობს და ამ დრომდე 4 000-მდე მოქალაქის ვაქცინაცია მოხდა. როგორც ადგილზე განმარტავენ, მოსახლეობის მომართვიანობა მაღალი იყო.

სამედიცინო დაწესებულებაში იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა ამგვარ აქტიურობას გამოიჩენს მასობრივი ვაქცინაციის პროცესშიც, რომელიც 5 ივლისიდან დაიწყება.

მასობრივი ვაქცინაცია ჩხობაძის ცენტრში Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებით გაგრძელდება, მოგვიანებით კი სხვა ვაქცინები დაემატება.

დღის ამბები