20 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
"ადამიანის უფლებათა სახლზე" მოხდა თავდასხმა, პიროტექნიკაც კი შეყარეს და ადამიანი დაზიანდა - ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია "ფეისბუქზე" წერს, რომ რადიკალური ჯგუფები თავს დაესხნენ "ადამიანის უფლებათა სახლს", დაშავებულია ერთი ადამიანი. 

"ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც ასევე არის "საფარის" ოფისი, მოხდა თავდასხმა. პიროტქნიკაც კი შეყარეს და ადამიანიც კი დაზიანდა. იცოდეთ მაინც, დარბევის მასშტაბები.

ასე ხდება, როცა კანონს არ იცავს პოლიცია და ხელისუფლება, ხოლო საპატრიარქო გავეშებულ ბრბოს მიუქსევს უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და ფერადმაისურიან ბავშვებსა თუ ტურისტებს...

სახელმწიფო არ გვაქვს!

ქართული ოცნების მმართველობა უნდა დასრულდეს.

აბა, მიშა გინდა?! თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ. და თქვენ სასოწარკვეთის რა ლეველზე ხართ?" - წერს ბაია პატარაია. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს - "პოლიცია შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდა ადგილზე. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს ოფისში მყოფ პირებთან გასაუბრება. სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ. მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126 მუხლებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".

დღის ამბები