გირაო და სამდღიანი პატიმრობა - თბილისში მედიის წარმომადგენლებზე მასობრივი ძალადობისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებული 11 პირიდან ერთი თავისუფალია. საქალაქო სასამართლოში კიდევ 5 პირის პროცესი უნდა გაიმართოს.
სამ დამნაშავეს კი, რომლებიც ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდში ფიგურირებენ, აღკვეთის ღონისძიებას სავარაუდოდ ხვალ შეუფარდებენ.
სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა დაკავებულმა განაცხადა, რომ ინანიებს ძალადობას.
მათ შორის ერთ-ერთია პირი, რომელიც მოპედით განზრახ "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს ეჯახებოდა.
ადვოკატი ნინო მჭედლიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
"მტკიცებულებები ჯერჯერობით არ მაქვს, როდესაც ბრალს წარუდგენენ მერე მექნება და ერთად გავეცნობით ამ მტკიცებულებებს. ის ბრალს არ აღიარებს,"- აღნიშნა მჭედლიშვილმა.