05 სექტემბერი 2026,   19:06
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს მარიკა გოცირიძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

გუშინდელი აგრესიული თავდასხმების შემდეგ დაშავებულ ჟურნალისტებს უკვე მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. მეორე დღეა მედიის წარმომადგენლები გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობენ. პროცესი პოლიციის მთავარ სამმართველოში ამ დრომდე გრძელდება.

იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ, საქმის მასალებზე წვდომა ექნებათ.

"დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი გამოკითხვა. მე დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია იმ ძალადობრივი ქმედებების შესახებ, რომელიც განხორციელდა ჩვენზე გუშინ. მივაწოდეთ ასევე ვიდეო-მტკიცებულებები სამართალდამცველებს და მე მაქვს უკვე დაზარალებულის სტატუსი, რაც მაძლევს პრივილეგიას იმასთან დაკავშირებით, რომ მქონდეს წვდომა როგორც საქმის მასალებზე, ასევე მქონდეს მეტი ინფორმაცია რა ეტაპზეა გამოძიება, რომელიც ეხება ჟურნალისტებზე ძალადობას," - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა მარიკა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმებისას მედიის 55-დე წარმომადგენელი დაშავდა. 

დღის ამბები