ძალადობრივი ჯგუფების მიერ დაზარალებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების გამოკითხვა გრძელდება. მედიის წარმომადგენლები გამოძიებას ჩვენებებს აძლევენ.
დღეს კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი ცნეს დაზარალებულად. აღნიშნული სტატუსი, გუშინ მედიის 17 წარმომადგენელს მიანიჭეს.
"ვინც იყო აქციაზე რამდენიმე ადამიანი შემიძლია ამოვიცნო, მაგრამ პირადად ჩემს ეპიზოდში იმდენი ადამიანი ძალადობდა ჩემზე და ჩემს ოპერატორზე ფიზიკურად შეიძლება ვერ დაგამახსოვრდეს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ ჩემს კოლეგებზე, შემიძლია, რომ ამოვიცნო. მაქვს შესაბამისი დასტური, რომ მივიღო დაზარალებულის სტატუსი და ვნახოთ რას გადაწყვეტს სასამართლო," - აღნიშნა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ.
ცნობისთვის, სულ 16 მედიასაშუალების 53 მედიის წარმოამდგენელი დაზარალდა.