04 სექტემბერი 2026,   04:59
ვრცლად
რა კავშირშია ე.წ. ქურდული სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების საქმე გორში მომხდარ დაჭრასთან - "კურიერის" ინფორმაციით დაკავებული 10-ზე მეტი პირი

გორში ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დაკავებულ ხუთ პირს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში ბრალის დადგენილება გააცნეს და ისინი სავარაუდოდ რუსთავში გადაიყვანეს, რადგან მათი დაკავება რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ერთმანეთის პარალელურად საკუთარი სახლებიდან აიყვანეს.

ოფიციალური ინფორმაციით დაკავებულია 5 პირი, თუმცა "კურიერმა" გაარკვია, რომ სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით, ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ადგილზე მიდიოდა და დაკავებულია 10-ზე მეტი პირი.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ სახელდება კონკრეტულად რა საქმეს უკავშირდება სპეცოპერაცია,  თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, საქმე ეხება გაზაფხულზე გორის ცენტრში მომხდარ სროლას, რა დროსაც დაიჭრა ერთ-ერთი დაკავებული პირი. მან  შემდეგ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სურდა რომ კრიმინალური სამყაროს ჩართულობით მოეგვარებინა ეს კონფლიქტი.

დღის ამბები