პატიმრობა ჟურნალისტზე ძალადობისთვის - ოთხ დაკავებულთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, კიდევ ოთხის განაჩენი ხვალ გამოცხადდება. სულ 53 მედიაწარმომადგენელზე თავდასხმისთვის 13 მოძალადეა დაკავებული.
გამოძიება გრძელდება, სანამ სხვების ინდენტიფიცირება მოხდება, საინტერესო ამონარიდი დაკავებულების ჩვენებიდან - ერთ-ერთი მათგანი, მოპედიანი მამაკაცი, რომელიც "კურიერის" ჟურნალისტს თამარ თათარაშვილს ეჯახებოდა, ამტკიცებს, რომ შუა რუსთაველზე გამართული ჩხუბის დროს, მამაოსთვის პური მიჰქონდა და მუხრუჭმა უმტყუნა. მეორე კი ამბობს, რომ ფოტოგრაფს მძიმე დაზიანებები გაოცებისგან შემთხვევით აქნეულმა ხელმა მიაღებინა.